Sunday, December 10, 2017

შვეთედში სინაგოგაზე თავდამსხმელები დააკავეს

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
შვედეთის პოლიციამ დააკავა სამი ადამიანი, რომლებიც ქალაქ გეტებორგში სინაგოგზე თავდასხმაში არიან ეჭვმიტანილები. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
გუშინ საღამოს უცნობმა პირებმა სინაგოგას ასაფეთქებელი მოწყობილობები ესროლეს. შემთხვევის დროს სინაგოგაში ხანძარი გაჩნდა და დაზიანდა გარშემო მყოფი მანქანები. შემთხვევის დროს სინაგოგაში 20-მდე ახალგაზრდა იმყოფებოდა.
ამ ინციდენტამდე ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქ მალმეში მუსულმანებსა და ებრაელებს შორის შეტაკება მოხდა. აქციები აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების გადაწყვეტილებას მოჰყვა.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment