Sunday, December 10, 2017

არაბულმა ქვეყნებმა აშშ-ს იერუსალიმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდეს

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
20-ზე მეტმა არაბულმა ქვეყანამ აშშ-ს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდა, რადგან ამან შესაძლოა ახლო ახლო აღმოსავლეთში ქაოსი გამოიწვიოს. ამის შესახებ BBC-ი წერს. 
არაბული სახელმწიფოების ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, ამ ფაქტის შემდეგ რეგიონში მშვიდობის მიღწევაში ვაშინგტონს, როგორც მოკავშირეს, ვეღარ დაეყრდნობიან.
22 სახელმწიფოს განცხადება მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროსა და ღაზის სექტორში მიმდინარე არეულობების ფონზე გამოქვეყნდა.
იერუსალიმი დღეს მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრშია. მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა ის ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა, რეგიონში შეტაკებები არ წყდება. ისრაელმა მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებს მოუწოდა, აშშ-ს მიბაძონ და საელჩოები იერუსალიმში გადაიტანონ. ვრცლად თემის შესახებ იხილეთ სტატია.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment