👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ერთ-ერთი პირველი საქმე, რომელზეც მუშაოაბს დაიწყებს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა იქნება.
"მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის აპარატი დიდი ხანია მუშაობს ბავშვთა უფლებებზე, ალბათ, ამ ძალიან ტრაგიკულმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ ძალიან მწვავედ წარმოაჩინა ის პრობლემები, რაც არსებობს ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით, სკოლაში არსებული სიტუაციები. ამიტომ, ყველა იმ საქმის შესწავლა, რაც დაკავშირებულია არასრულწლოვანთა შორის ძალადობასთან, იქნება პრიორიტეტი და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პირველი საქმე, რითაც დავინტერესდები, იქნება ეს საქმე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ლონჯარიამ განაცხადა, რომ დაკავებულების მონახულებას გეგმავს.
ახალი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია უფლებამოსილების შესრულებას დღეს შეუდგა. ის თანამშრომლებს გაეცნო და ომბუდსმენის სტატუსით პირველი კომენტარიც გააკეთა. მან რამდენიმე პრიორიტეტზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ქალთა და არასრულწლოვანთა უფლებებზე.
ნინო ლომჯარია პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე 30 ნოემბერს აირჩია.
1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. მანამდე, პროკურატურამ აღნიშნული დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ პატიმრობა შეუფარდა.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:
Post a Comment