საფრანგეთში სასკოლო ავტობუსის ავარიის მსხვერპლთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. 2 ბავშვი მძიმე ჭრილობებით საავადმყოფოში გარდაიცვალნენ. ამის შესახებ ტელეკომპანია BFMTV იუწყება. მანამდე ცნობილი იყო 4 გარდაცვლილის შესახებ.
ავარია საგრანგეთის ქალაქ პერპინიანში ხუთშაბათს საღამოს მოხდა. მატარებელი სასკოლო ავტობუსს სარკინიგზო გადასასვლელზე შეეჯახა. მომხდარის შედეგად სულ 18 ადამიანი დაშავდა, მათგან 14 ბავშვი. თვითმხილველების თქმით, ავტობუსი გადასასვლელზე მაშინ აღმოჩნდა, როდესაც შლაგბაუმი უკვე დაშვებული იყო. ძლიერი დარტყმისგან ავტობუსი 2 ნაწილად გაიყო.
პროკურორი აცხადებს, რომ დაშავებულთაგან ყველაზე პატარა 7 წლისაა, ყველაზე უფროსი კი 15-ის. მატარებლის მგზავრებიდან და პერსონალიდან არავინ დაშავებულა, თუმცა ბევრ მათგანს ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდათ.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment