Friday, December 15, 2017

ხვალ იუსტიციის სახლთან საფეხმავლო ხიდი გადაიკეტება

თბილისის მერიის ინფორმაციით, იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი დროებით გადაიკეტება.
„16 დეკემბერს, 00:00 სთ-დან - 17 დეკემბრის 23:00 საათამდე იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე გადაიკეტება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დაკვეთით შპს „კაპიტელი“ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის”, - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment