თეა წულუკიანი
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის შესაძლო გადადგომის თაობაზე ბოლო დროს გავრცელებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
„ჩემს მაგალითზე ვიცი თუ რას ნიშნავს ასეთი განცხადებები. 5 წლის განმავლობაში სპეკულაციის იგივე ავტორებმა მეც ბევრჯერ მომხსნეს, მაგრამ ჯერ კიდევ ვაგრძელებ ჩემ საქმიანობას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მომღერალმა და ბიზნესმენმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) 12 დეკემბერს, კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების წევრებთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ.
პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გია გაჩეჩილაძეს მოუწოდა სასამართლოს მიმართოს. პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ თუკი მისი გუნდის წევრი გამტყუნდება, ის პრემიერის პოსტიდან გადადგება,
imedinews.ge

No comments:
Post a Comment