სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საქართველოსა და ბელარუსს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.
შეთანხმებას ხელი მოაწერა სუსის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა და ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ვალერი ვაკულჩიკმა.
შეთანხმების მიზანია მხარეებს შორის თანამშრომლობის პროცესში გაცვლილი და შექმნილი საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივად დაცვის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების ჩამოყალიბება.
სუსის ცნობით, შეიქმნება მყარი სამართლებრივი საფუძველი ორ ქვეყანას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის კუთხით როგორც უსაფრთხოებისა და სამართალდაცვით, ასევე, საგარეო ურთიერთობებისა და სხვა სფეროებში.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment