Saturday, December 16, 2017

ლაშა შავდათუაშვილმა სანკტ-პეტერბურგში ვერცხლის მედალი აიღო

ლაშა შავდათუაშვილი რუსეთში მიმდინარე სანქტ-პეტერბურგის მასტერსის ვერცხლის მედლის მფლობელია. გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ქართველის მეტოქე მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი და რეიტინგის პირველი ნომერი იაპონელი სოიჩი ჰაშიმოტო იყო. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
შავდათუაშვილს მოწინააღმდეგესთან შეხვედრის დებიუტში უპირატესობას იაპონელი ძიუდოისტის გაფრთხილების გამო ფლობდა, აქტიურადაც ჭიდაობდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში გდება ზუსტად ვერ შეასრულა, მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა ილეთი გამოუცნო და ვაზარი გამოიმუშავა. საბოლოო ჯამში ქართველთა დღევანდელი მონაგარი ერთი ბრინჯაოსა და ერთი ვერცხლის მედალია.
ფინალურ ჭიდაობამდე საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ოლიმპიური ოქროსა და ბრინჯაოს მფლობელმა და ევროპის ჩემპიონმა 73 კილოგრამი წონითი კატეგორიის მეოთხედფინალში, მსოფლიოს მესამე პრიზიორი მონღოლი ოდბაიარ გაანბაატარი იპონით დაამარცხა, ნახევარფინალში კი ასევე იპონით უზბეკ გისუჯენ ბობოევს სძლია.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment