არგენტინის თავდაცვის მინისტრმა ოსკარ აგუადმა, საზღვაო ძალების ადმირალი მარსეო სრურა გაათავისუფლა, მას შემდეგ, რაც 1 თვის წინ სამხედრო წყალქვეშა ნავი "სან-ხუანი" ეკიპაჟის 44 წევრთან ერთად გაუჩინარდა. ამის შესახებ გამოცემა Telesur-ი წერს.
გათავისუფლების მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ ადმირალმა ნავის გაუჩინარების პირველ დღეს შესაბამისი ინფორმაცია არ მიაწოდა ქვეყნის პრეზიდენტს მაურისიო მაკრის.
არგენტინის წყალქვეშა ნავი "სან ხუანი" 15 ნოემბერს გაუჩინარდა, რომელიც ატლანტის ოკეანეში იმყოფებოდა. 1 დეკემბერს არგენტინამ გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის სამძებრო სამუშაოები შეწყვიტა. შესაბამისად, "სან ხუანის“ ეკიპაჟის 44 წევრი გარდაცვლილად გამოცხადდა.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment