Wednesday, December 6, 2017

ნანუაშვილი: პენიტენციური ჯანდაცვის სერვისები გაუმჯობესებულია

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
პენიტენციური ჯანდაცვის სერვისების კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ კვლევაში, რომლის თანახმად, თუ 2013 წელს გამოკითხულ პატიმართა 72%-ი მიღებულ სამედიცინო მომსახურებას უარყოფითად აფასებდა, ბოლო კვლევით მიწოდებული მომსახურებით უკმაყოფილო პატიმართა რიცხვი 15-დან 22%-მდე შემცირდა.
"მთლიაობაში შეიძლება ითქვას, რომ ამ კუთხით მდგომარეობა შეცვლილია და კმაყოფილების ხარისხიც არის საკმაოდ გაზრდილი დაკავებულ პატიმრებს შორის. რაც შეეხება მთავარ პრობლემას, კვლავ გამოწვევად რჩება ფსიქიკური და სომატური დაავადებებთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა და სამედიცინო პერსონალის ნაკლებობა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სარეაბილოტაციო პროგრამების განვითარება ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის კუთხით,"- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment