Wednesday, December 6, 2017

დეკანოზის ადვოკატები ირაკლი ფირცხალავას მოწმედ დაკითხვის შუამდგომლობას დააყენებენ

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები ითხოვენ, რომ სააპელაციო სასამართლოში დეკანოზის საქმის განხილვაზე პროცესები ღია იყოს.
"დღევანდელი პროცესის პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯი უნდა იყოს ის, რომ მედიამ შეძლოს სააპელაციო სასამართლოში პროცესებზე თავიდან ბოლომდე დასწრება. იმედია, რომ არ დააყენებს პროკურატურა არარსებული მიზეზით სხდომის დახურვის შუამდგომლობას. თუ ასე მოხდება, იმედია მოსამართლე ამას არ გაითვალისწინებს. აქ ფიზიკურად ვერ იქნება იმ ხარისხის მტკიცებულებების გამოკვლევა, რომლებიც პროკურატურისთვის მნიშვნელოვანი იყო პირველ ინსტანციაში",- განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
დღევანდელ პროცესზე მამალაძის ადვოკატები ორ შუამდგომლობას დააყენებენ: სახალხო დამცველის ანგარიშის მტკიცებულებად გამოყენებასა და მოწმე ირაკლი ფირცხალავას დაკითხვას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის პროცესი იწყება. პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე სააპელაციოში პროცესების დახურვაზე შუამდგომლობას დააყენებს, ვინაიდან, მისი შეფასებით, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გასაჯაროვების საფრთხე არსებობს.
5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 
გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment