Monday, December 18, 2017

ირაკლი ფირცხალავა: ირაკლი მამალაძე აგენტია

თბილისის საქალაქო სასამართლოში დეკანოზის საქმეზე (ირაკლი მამალაძესთან დაკავშირებით) ჩვენების მიცემაზე უარის თქმის გამო კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის ირაკლი ფირცხალავას პროცესი მიმდინარეობს. ამის შესახებ ipn-ი წერს.
"ირაკლი მამალაძე არის აგენტი, ის არ წარმოადგენს უსაფრთხოების კუთხით მომუშავე ადამიანს, ის მუშაობდა პირადი კეთილდღეობისთვის", - თქვა პროცესზე ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამ. 
ფირცხალავას თქმით, მამალაძის შესახებ ჩვენების მიცემაზე მას უარი არ უთქვამს.
"მაშინ ვშიმშილობდი, როცა შემოვიდნენ პროკურორი და გამომძიებელი ჩემს დასაკითხად მოსამართლესთან ერთად. მე გავხდი ცუდად, რის გამოც ვერ მოხერხდა ჩემი დაკითხვა და ეს მოსამართლემ ოქმშიც დააფიქსირა. ამის შემდეგ დაიწყო წარმოუდგენელი უკანონობები ჩემს წინააღმდეგ. პროკურორმა, მიუხედავად იმისა, მოსამართლემ დააფიქსირა, რომ ჩემი დაკითხვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია, თქვა, რომ უარს ვამბობ ჩვენების მიცემაზე და წამიყენეს ბრალი. მე 1-ელ აგვისტოს დავიკითხე საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ციანიდის საქმის დახურულ სხდომაზე. პროკურორი დავით გუმბერიძე კი 3 აგვისტოს ერთ-ერთ ოქმში წერს, რომ დავიკითხე დახურულ სხდომაზე, სადაც ვისაუბრე ირაკლი მამალაძის საქმიანობაზე და ა.შ. დახურული სხდომის ოქმი პროკურატურამ სასამართლოდან 20 სექტემბერს გამოითხოვა და საიდან იცოდა 3 აგვისტოს პროკურორმა გუმბერიძემ, რა ჩვენება მივეცი მე დახურულ სხდომაზე?! მე გეტყვით საიდან - ჩემი დაკითხვის შემდეგ პროკურორი წიკლაური, ვექილიანი და ის მესამე, დასხდნენ გუმბერიძესთან ერთად და მოუყვნენ ჩემი ჩვენება. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული", - თქვა ირაკლი ფირცხალავამ.
27 სექტემბერს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ირაკლი ფირცხალავა ჩვენების მიცემაზე უარის თქმისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
2017 წლის 25 ივნისს, საქართველოს პროკურატურამ მოწმეზე განხორციელებული შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, რომელსაც საფუძვლად დაედო ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადება. მამალაძე ამბობდა, რომ მასზე, როგორც ბრალდების მხარის მოწმეზე, ფირცხალავა ფსიქოლოგიურად ზემოქმედება, ასევე ახდენდა მის დისკრედიტაციას და ლახავდა მის პატივის და ღირსებას, რაც მიზნად ისახავდა დეკანოზის საქმეზე სასამართლოში მის მიერ მიცემული ჩვენების შეცვლას.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment