Monday, December 18, 2017

ლონდონს პირველი ქალი ეპისკოპოსი ჰყავს

დიდი ბრიტანეთის ისტორიაში პირველად ლონდონის ეპისკოპოსი ქალი გახდა. 2018 წლის დასაწყისში სარა მალელი რიჩარდ ჩარტრესს შეცვლის, რომელიც თებერვალში გადადგა. ამის შესახებ BBC წერს. 
ამჟამად მალელი ეკსტერის ეპარქიაში დამხმარე ეპისკოპოსად მსახურობს. მან თავდაპირველად პოპულარობა არა როგორც სასულიერო პირმა, არამედ საჯარო მოხელეს სტატუსით მოიპოვა.
კერძოდ, 1995 წელს ის ჯანდაცვის სამინისტროში ერთ-ერთი სამმართვევლოს ყველაზე ახალგზარდა მმართველი გახდა. თუმცა 2001 წელს მან სამსახური დატოვა და სასულიერო პირი გახდა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment