Wednesday, December 13, 2017

ვ ი დ ე ო - "ქართული სკოლა არის ჩავარდნილი პროექტი ..", - გრიგოლ გეგელია

გირგოლ გეგელია ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:

"ქართული სკოლა არის ჩავარდნილი პროექტი და ამას უნდა დავარქვათ სახელი. მდიდარი ბავშვები დადიან მდიდრულ სკოლებში, ჩვეულებრივი ბავშვებისთვის კი სკოლა უბრალოდ არის თავისთვის მიგდებული. კაციშვილს არ აინტერესებს რა ხდება მასში, არ ხორციელდება ადეკვატური რეფორმა, არ კონტროლდება თუ როგორ არის ბავშვის დრო დაკავებული, კითხულობს თუ არა ის ლიტერატურას რომელიც აუცილებელია მისი ფსიქოლოგიური განვითარებისთვის...


სკოლა დღეს საჯარო სიკეთედ არ არის წარმოჩენილი. აი, ეს არის უმთავრესი პრობლემა. სკოლა უნდა იყოს საჯარო სიკეთეთაგან ერთერთი უმთავრესი. სკოლა უნდა იყოს აბსოლუტური ფუნდამენტი ამ ქვეყნის და მეორე მხრივ მასწავლებლები უნდა იყვნენ ძალიან დაფასებული, მასწავლებლობა ერთერთ ყველაზე პრესტიჟულ პროფესიად უნდა ვაქციოთ, მათ უნდა ჰქონდეთ ყველანაირი ხელშეწყობა, რომ ყოფითი საზრუნავისგან გათავისუფლდნენ და მთელი თავისი დრო მოახმარონ ხარისხიანი სერვისის მიწოდებას განათლების სახით. რაც შეეხება რელიგიის სწავლებას, რელიგიის სწავლება a priori, ავტომატურად არ გულისხმობს, რომ [ცუდი] ვითარება შეიცვლება..."


ამონარიდი ჩემი ჩართვიდან იბერიაზე, არჩილ გამზარდიასთან. რელიგიის სწავლების საკითხზე ჩემს პოზიციას ცალკეც შემოგთავაზებთ. ამასობაში, ვისაც ეყოფა ნერვები და სურს უყუროს ჩემს ჩართვას სრულად (უპრეცედენტოდ თავისებური და რთული ოპონენტით, რომელსაც კარგ ქვეყანაში მინიმუმ სოციალურ მუშაკს მიუგზავნიდნენ სტუმრად), შეგიძლიათ ამ ლინკზე ნახოთ (38:46-დან). :)

No comments:

Post a Comment