Wednesday, December 13, 2017

შს სამინისტრო ვაკეში მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ინფორმაციას ავრცელებს



შინაგან საქმეთა სამინისტრო ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე მამაკაცის დაჭრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 
როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებისდან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში თბილისში, ი. აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა მიღებულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს.
 

შემთხვევის ადგილზე მისვლისას, სამართალდამცველებს დაჭრილი -1979 წელს დაბადებული ლ.ნ. დახვდათ, რომელიც, პირველადი ინფორმაციით, დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. დაჭრილი ლ.ნ. საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით - 117-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
 
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
 
ამ დროისთვის, დამნაშავის დადგენა-დაკავების მიზნით, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ipn.ge

No comments:

Post a Comment