👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით ასათიანი, რომელიც მოცემული დროისთვის არჩევნებში ლიდერობს, კონკურენტების ბრალდებებს გამოეხმაურა.
როგორც თავად ამბობს, მან არჩევნებში დაახლოებით 500 ხმით გაიმარჯვა და ის სადავო 5-7 ხმა მისთვის მნიშვნელოვანი არ არის. ასათიანის თქმით, ეს არის საბოტაჟი და მისი კონკურენტები ცდილობენ ჩაშალონ არჩევნები.
"მიუხედავად იმისა, რომ პირველივე ტურში დავაგროვე იმაზე მეტი ხმა ვიდრე ყველა კანდიდატმა ერთად, მე შევხვდი მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს (ლევან ჯანაშია) და შევთავაზე მეორე ტურის დანიშვნა. ეს გავაკეთე ასოციაციის ერთიანობის შესანარჩუნებლად", - განაცხადა ასათიანმა.
ის ასევე ეხმაურება სპორტის სასახლეშ, არჩევნების მიმდინარეობისას შუქის ჩაქრობის ფაქტს და ამბობს რომ უშუალოდ სპორტის სასახლეში შუქი არ ჩამქრალა და მისმა კონკურენტებმა განზრახ შექმნეს აჟიოტაჟი.
არჩევნებს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაც.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვენ თავმჯდომარეობის კანდიდატები დავით ლანჩავა და ლევან ჯანაშია.
ადვოკატებმა imedinews-ს ვიდეო მიაწოდეს, რომელშიც ასოციაციის წევრების თქმით, უცნობ ქალს ჩანთაში შემოხაზული ბიულეტენები ედო.
ჩატარდება თუ არა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური, ეს დღეს გადაწყდება.
კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა. ებრალიძე დავითი - 31 ხმა; გაგნიძე გრიგოლი - 3 ხმა; ოსეფაშვილი ვასილ -3 ხმა; ჯაოშვილი ვაჟა -2 ხმა; ბესელია იასონ -10 ხმა; ჭკადუა ირმა -53 ხმა; ლანჩავა დავითი -160 ხმა; ჩხაიძე ელგუჯა -3 ხმა; ჯანაშია ლევანი - 632 ხმა; მარგიანი ონისე -2 ხმა; კობაიძე ალექსი- 1 ხმა; ასათიანი დავითი -1128 ხმა.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობისთვის 12 კანდიდატი იბრძოდა. რეგისტრაციის მიხედვით არჩევნებში მონაწილეობა 2324 ადვოკატმა მიიღო.
imedinews.ge
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:
Post a Comment