Wednesday, December 6, 2017

კოჯორში გზებს თოვლისგან წმენდენ და ტექნიკურ მარილს ყრიან

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
თბილსერვისმა თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე კერძოდ, კოჯორში თოვლისაგან გზის გაწმენდითი სამუშაოები და ტექნიკური მარილის დაყრა დაიწყო. უწყება საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
"თბილსერვის ჯგუფი" მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და აღნიშნულ ტერიტორიაზე ზაფხულის საბურავებიანი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და საჭიროების შემთხვევაში, გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. 
პრობლემის შემთხვევაში გთხოვთ, დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე: 2619050 ან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელ ხაზზე: 2722222", - წერია თბილსერვისის განცხადებაში.
21 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ მერია ზამთრის სეზონისთვის თბილისისთვის 3500 ტონა ტექნიკურ მარილს შეიძენს.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment