Friday, December 15, 2017

კონსტიტუციაში ახალი ტერმინი-ნამდვილი ხმები ჩაიწერება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციაში ტერმინი „ნამდვილი ხმები“ ჩაიწერება. აღნიშნული ინიციატივა ზაქარია ქუცნაშვილს ეკუთვნის. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
კობახიძის განმარტებით, ტერმინი „ნამდვილი ხმები“ სხვა ქვეყნების კონსტიტუციებშიც გამოიყენება, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო ბარიერის გადალახვა ე.წ. ნამდვილი ხმებიდან იანგარიშება და არა არჩევნებზე მისული ამომრჩევლიდან, რაც საყოველთაო პრაქტიკაა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment