👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეშიდღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პარტიების დაფინანსების წესში ცვლილებების შესახებ პროექტს მუხლობრივად, მეორე მოსმენით განიხილავს. ამის შესახებ ipn-ი წერს.
პირველი დეკემბრის პლენარულ სხდომაზე ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით ჯერ ჩააგდო, ხოლო შემდგომ საკითხს ხელახლა უყარა კენჭი და განმეორებით ჩატარებულ კენჭისყრაზე 81-ხმით მიიღო.
უფრო კონკრეტულად, კენჭისყრისას ჟორჟოლიანი-ნოზაძის კანონპროექტი შედეგით: 75 მომხრე, 4 წინააღმდეგი ჩავარდა, რაზეც სხდომის წამყვანმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პროექტი უარყოფილი იყო. ამის შემდეგ პარლამენტი დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების მიღებაზე გადავიდა და საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონპროექტი მიიღო. სწორედ ამ პროექტზე კენჭისყრის დასრულების შემდგომ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ მოითხოვა, რომ პარლამენტს ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებისთვის კენჭი ხელახლა ეყარა. როგორც ბესელიამ სესიაზე განაცხადა, კენჭისყრის დროს ყველა დეპუტატმა კონცენტრაცია ვერ მოახერხა, ასევე ტექნიკური პრობლემა მოხდა, კერძოდ კი, რამდენიმე პულტმა არ იმუშავა. ხელახლა ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, ჟორჟოლიანი-ნოზაძის კანონპროექტი 81-ხმით (3-წინააღმდეგი) მიიღეს.
30 ნოემბერს პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებას იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
ცვლილების შემდეგ კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს, სავარაუდოდ, ოთხი პოლიტიკური პარტია დაკარგავს და ორი პარტია შეიძენს.
კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს კარგავს: - “კონსერვატიული პარტია“, “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, “რესპუბლიკური პარტია” და “ეროვნული ფორუმი”. ოთხივე ეს პარტია ბლოკში “ქართულ ოცნებასთან“ ერთად იყო და სტატუსსა და დაფინანსებას 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ინარჩუნებდა.
საკანონმდებლო ინიციატივა უმრავლესობის წევრებს გია ჟორჟოლიანსა და სიმონ ნოზაძეს ეკუთვნის.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment