მესტია-ხაიშის მთავარ მაგისტრალზე კლდე ჩამოიშალა. როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა imedinews -სთან განაცხადა, დამაკავშირებელი გზა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ჩაკეტილი იყო და ავტომობილები გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით კი ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 74-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია ცალმხრივ რეჟიმში
imedinews.ge

No comments:
Post a Comment