ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია ფიფა, ესპანეთის ნაკრებს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოხსნით დაემუქრა. ამის შესახებ El Pais-ი წერს.
ფიფამ სამეფო ფედერაციაში (RFEF) წერილი გაგზავნა. მასში მუნდიალზე ნაკრების შესაძლო არდაშვებაზე საუბრობენ. მიზეზი კი ესპანეთის მხრიდან ორგანიზაციის ახალი პრეზიდენტობის კანდიდატების არჩევნებში ჩარევაა. ამჟამად RFEF-ს დროებით ხუან ლარესი ხელმძღვანელობს, მას შემდეგ რაც კორუფციაში ბრალდებული ანხელ მარია ვილერი დაითხოვეს.
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 14 ივნისიდან 15 ივლისამდე რუსეთში ჩატარდება.
imedinews.ge

No comments:
Post a Comment