Tuesday, December 12, 2017

Brexit-ის შემდეგ შინაური ცხოველების უფლებები დაცული იქნება

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
დიდი ბრიტანეთის პარლამენტში შეიტანეს კანონპროექტი, რომელიც ევროკავშირიდან ბრიტანეთის გამოსვლის შემდეგ, შინაური ცხოველების უფლებების გარანტია იქნება. ამის შესახებ Independent-ი წერს.
"ხელისუფლებამ ცხოველების კეთილდღეობაზე უნდა იზრუნოს, როგორც გონიერ არსებებზე და უზრუნველყოს მათი უსაფრთხოების ზომის გარანტიები", - წერია კანონპროექტის ტექსტში. 
სასწრაფო კანონპროექტის იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც პარლამენტარებმა ევროკავშირისა და Brexit-ის შეთანხმების პუნქტებში აღმოაჩინეს, რომ ცხოველები აღნიშნული არიან არსებებად, რომლებსაც "შეუძლიათ იტანჯონ". ამ გადაწყვეტილებამ ცხოველთა დამცველი ორგანიზაციები აღაშფოთა. 
ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 29 მარტს მოაწერა.
imedinews.ge
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment