Sunday, December 23, 2018

ილია მეორის აღსაყდრებიდან 41 წელი გავიდა

რომ არ ყოფილიყო მრევლის დახმარება, ის ვერ შეძლებდა ამდენი წლის განმავლობაში მძიმე ჯვრის ტვირთვას, - ამის შესახებ საქართველოს პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა. დღეს ილია მეორის აღსაყდრების დღეა.
„დღეს ჩვენ ვმადლობთ უფალს. დღეს მე განსაკუთრებით ვმადლობ უფალს ჩვენი ეკლესიის სახელით, ერის სახელით. დღეს არის პატრიარქად არჩევის დღე. 23 დეკემბერს შედგა კრება წმიდისა სინოდისა და უფალმა ინება ჩემი არჩევა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქად. მე მადლობელი ვარ უფლისა, რომ უფალმა დამაკისრა ეს მძიმე ჯვარი. უფალი, რომელიც აძლევს ჯვარს, აძლევს ძალას, რომ ზიდოს ის ჯვარი. დიდება და მადლობა უფალს, მადლობელი ვარ თქვენი, ჩვენი მოსიყვარულე მრევლისა. თქვენი დახმარება რომ არ ყოფილიყო, მე ვერ შევძლებდი ამდენი წლის განმავლობაში ამ ჯვრის ტვირთვას“, - განაცხადა პატრიარქმა.
ილია მეორე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს აირჩიეს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment