Monday, December 24, 2018

თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ე.წ. უკონტაქტო პატრულმა სიჩქარის გადაჭარბების 37 951 შემთხვევა გამოავლინა


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის 1 ივლისიდან მიმდინარე წლის 5 ნოემბრის ჩათვლით თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ე.წ. უკონტაქტო პატრულმა სიჩქარის გადაჭარბების 37 951 შემთხვევა გამოავლინა. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავფრცელებს.
შსს-დან გამოთხოვილ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პოლიციის სარგებლობაში არსებულ, შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ავტომატური ფოტო და ვიდეოტექნიკის, არასტაციონარული სიჩქარის მზომი ხელსაწყოს მიერ ზემოთაღნიშნული პერიოდის განმავლობაში 37 951 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დაფიქსირდა.
უფრო კონკრეტულად, ამ პერიოდში ბათუმში სიჩქარის გადაჭარბების 12 462, ქუთაისში - 12 665, თბილისში კი 12 824 შემთხვევა დაფიქსირდა.
2017 წლის 1 ივლისიდან შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით ამოქმედდა ე.წ. უკონტაქტო პატრულირების ადმინისტრირების წესი, რაც პოლიციის სარგებლობაში არსებულ, შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ავტომატური ფოტო და ვიდეოტექნიკის, არასტაციონარული სიჩქარის მზომი ხელსაწყოს განთავსებისა და გამოყენების, აგრეთვე, მონაცემთა დამუშავების პირობებსა და პროცედურებს ითვალისწინებს
imedinews.ge

No comments:

Post a Comment