Friday, December 21, 2018

გორში სტალინის დაბადებიდან 140-ე წლისთავს აღნიშნავენ

გორში სტალინის დაბადებიდან 140-ე წლისთავს აღნიშნავენ. ტრადიციულად სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერში კომუნისტური პარტიისა და საზოგადოება "სტალინის" წევრები საბჭოთა სიმბოლიკის გამოსახულებიანი დროშებით და სტალინის პორტრეტებით შეიკრიბნენ და ბელადის მოღვაწეობა გაიხსენეს.
აქცია სახლ-მუზეუმის ეზოში დაიწყო, მოგვიანებით კი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაგრძელდება. შეკრებილები ფეხით მსვლელობას გამართავენ და იმ მოედანზე მივლენ, სადაც სტალინის ძეგლი იდგა და რომლის დაბრუნებასაც კომპარტიის გორის ორგანიზაციის წევრები ითხოვენ.
სტალინის ძეგლი 2010 წლის ივნისში აიღეს. საკრებულოს დადგენილების მიხედვით, ძეგლი ბელადის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე უნდა გადატანილიყო. სამონტაჟო სამუშაოები რამდენიმე წლის წინ დაიწყო.
იოსებ ჯუღაშვილი 1878 წლის 21 დეკემბერს დაიბადა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment