Tuesday, December 25, 2018

ბორჯომის ცენტრში ხელოვნური ნაძვის ხე პირველად დადგეს

დაახლოებით, ბოლო 25 წელია, ბორჯომში ბუნებრივ ნაძვს რთავენ, ხელოვნური ნაძვის ხე კი მერიამ წელს პირველად იყიდა. მისი ყიდვა, მონტაჟი და მორთვა კი ადგილობრივ ბიუჯეტს 83 303 ლარი. საერთო ჯამში კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ქალაქის მოსართავად 100 083 ლარი გაიწერა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
ნაძვის ხე ქალაქის ცენტრში 24 დეკემბერს განათდა. საახალწლო განწყობაზე ადგილობრივმა შემსურებლებმა, თოვლის პაპამ და ჯამბაზებმა იზრუნეს. 
თვითმმართველობამ ტენდერი ორ ეტაპად გამაოცხადა. პირველ ეტაპზე შპს „დანდმა“ 83 303 ლარით მოიგო, ამ თანხაში შედიოდა ნაძვის ხის შესყიდვაც, მეორე ეტაპზე კი შპს „ჯეო სტრიმმა“ 16,780 ლარით ქალაქში მანათობლები მოაწყო. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment