Wednesday, December 26, 2018

საბურთალო“ იტალიის სერია A-ს ფეხბურთელს იმატებს

სერია A-ს ფეხბურთელი დიდი ალბათობით საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს. ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატიდან მოთამაშის გადმობირება საქართველოს მოქმედ ჩემპიონს თბილისის „საბურთალოს“ სურს.
როგორც ტელეკომპანია „მაესტროსთან“ საუბარში „საბურთალოს“ პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა აღნიშნა, სერია A-ს ფეხბურთლთან მოლაპარაკება წარმატებით მიმდინარეობს და დიდი ალბათობით, იტალიის ჩემპიონატის მოთამაშე საქართველოში გადმოვა.
კლუბის დამფუძნებელი ფეხბურეთლის გვარის დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ ოფიციალური შეთანხმება მალე შედგება.
ტარიელ ხეჩიკაშვილმა „მაესტროსთვის“ მიცემულ ინტერვიუში ასევე ისაუბრა კლუბის ამჟამინდელი მეკარის ლაზარე კუპატაძის ტრანსფერის შესახებ, ფეხბურთელი კარიერას დიდი ალბათობით ევროპაში გააგრძელებს.
„საბურთალომ“ კი ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რის თანახმადაც თბილესელებმა მეკარე ომარ მიგინეიშვილი დაიმატეს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment