Friday, December 21, 2018

გახარია: ვადასტურებ, რომ ხორავას ქუჩის საქმის გამოძიებისას გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა

ვადასტურებ, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიების პერიოდში გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც უნდა ჩატარებულიყო, ჩემი სუბიქტური აზრით, არ იყო ჩატარებული, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
გახარიას თქმით, მოზარდების მკვლელობის თემა უმძიმესი თემაა, არა მხოლოდ პირადად მისთვის ან შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, არამედ საერთოდ ქვეყნისთვის.
მისი განმარტებით, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას კონკრეტული მანდატი ჰქონდა, დაედგინა, იყო თუ არა სახელმწიფო მოხელეების მხრიდან გადაცდომები საქმის გამოძიებისას.
„საკითხი არის ძალიან მარტივად, დიახ ვადასტურებ, რომ გამოძიების პერიოდში გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც უნდა ჩატარებულიყო, ჩემი სუბიქტური აზრით, არ იყო ჩატარებული.თქვენ კომისიის მუშაობის ფარგლებში ვერ შეძელით, რაც იყო თქვენი მიზანი და არა სისხლის სამართლის დევნის დაწყების განსაზღვრა, დაგედასტურებინათ, რომ საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც არ ჩატარდა, იყო გაზრახულად არ ჩატარებული და ამან იქონია საბოლოო შედეგზე რამე გავლენა თუ ვერა“, – განაცხადა გახარიამ.
ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment