Tuesday, December 25, 2018

რატომ ეუბნებიან უარს სესხის განულებაზე ე.წ. შავ სიაში მყოფ ზოგიერთ მოქალაქეს?

ე.წ. შავ სი­ა­ში მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე­თა ნა­წი­ლის მტკი­ცე­ბით, სეს­ხის გა­ნუ­ლე­ბა­ზე უარს ეუბ­ნე­ბი­ან. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მით „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ რამ­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქე და­უ­კავ­შირ­და. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, „სეს­ხე­ბის გა­ნუ­ლე­ბა ეკუთ­ვნით და ყვე­ლა კრი­ტე­რი­უმს აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ“.
„პი­რა­დად მე რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ის ვალი მაქვს. ესე­ნია: შპს „პრობ­ლე­მუ­რი აქ­ტი­ვე­ბის ბი­უ­რო“ და შპს „ფი­ნან­სუ­რი სექ­ტო­რი“. ვაკ­მა­ყო­ფი­ლებ ყვე­ლა კრი­ტე­რი­უმს, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბამ გან­სა­ზღვრა, თუმ­ცა კომ­პა­ნი­ე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ თა­ვად წყვე­ტენ, ვის სიას გა­დას­ცე­მენ და ვი­სას - არა. რო­გორც ჩანს, ეს კომ­პა­ნი­ე­ბი ყვე­ლა სესხს არ გა­ა­ნუ­ლე­ბენ,“ -გა­ნუ­ცხა­და „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ერთ-ერ­თმა მო­ქა­ლა­ქემ.
სა­ა­გენ­ტოს მსგავ­სი პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია კი­დევ რამ­დე­ნი­მე პირ­მა მი­ა­წო­და. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სეს­ხე­ბის გა­ნუ­ლე­ბა­ზე უარს ეუბ­ნე­ბი­ან კომ­პა­ნი­ე­ბი: mycredit-ი, "მო­ნე­ზა", masesxe.ge, crediton.ge, "ნეტკრე­დი­ტი", "ვი­ვუ­სი" და mozo.ge.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ფე­ის­ბუქ­ში“ რამ­დე­ნი­მე თე­მა­ტუ­რი ჯგუ­ფი­ცაა შექ­მნი­ლი, მა­გა­ლი­თად „სეს­ხე­ბი არ გა­ნულ­და“ და „არა ონ­ლა­ინ სეს­ხებს“, სა­დაც წე­რენ, რომ სეს­ხე­ბის გა­ნუ­ლე­ბის პრობ­ლე­მა მა­თაც აქვთ.
შე­გახ­სე­ნებთ, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მა­მუ­კა ბახ­ტა­ძის გან­ცხა­დე­ბით, 600 000 მო­ქა­ლა­ქეს, რომ­ლე­ბიც იმ­ყო­ფე­ბი­ან ე.წ. შავ სი­ა­ში, 1 წელ­ზე მეტ­ხანს არ შე­უ­ტა­ნია თან­ხა და ვა­ლის ძირი არ აღე­მა­ტე­ბა 2000 ლარს, მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო­ებ­სა და ბან­კებ­ში ვა­ლე­ბი 31 დე­კემ­ბრამ­დე გა­უ­ნულ­დე­ბათ.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment