Tuesday, December 18, 2018

კირკიტაძის სასამართლო პროცესის პარალელურად ოპოზიცია აქციას გამართავს

დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესის პარალელურად ოპოზიცია თელავში აქციას გამართავს. დაკავებული ოპოზიციონერის საქმეზე სავარაუდოდ ხვალ გაიმართება სასამართლო სხდომა.
გიორგი ბარამიძე ფიქრობს, რომ აქციაში მონაწილეობას ბევრი ადამიანი მოისურვებს.
"მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე მოინდომებს და ეს ბუნებრივიცაა - დავით კირკიტაძის უკანონო დაკავების გაპროტესტებას და ყველა ვარიანტში, სადაც იქნება სასამართლო პროცესი და როცა იქნება, გვექნება ასევე მშვიდობიანი მანიფესტაცია. მთავარი ის არის, რომ ჩვენი ბრძოლა კი არის პრინციპული და შესაძლოა ვიღაცისთვის მწვავედაც გამოიყურება, მაგრამ ეს არის ყოველთვის მშვიდობიანი. ჩვენი ბრძოლა იყო, არის და იქნება მშვიდობიანი. ხელისუფლებასაც ამას ვეუბნებით, რომ ნუ ეშინიათ",- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
დავით კირკიტაძე შიმშილობას აგრძელებს. მისი ადვოკატის გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, დაკავებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ადვოკატის ცნობით, დავით კირკიტაძის თქმით, პოლიციელს თავს არ დასხმია.
დავით კირკიტაძე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც  რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობის გაწევას და ძალადობას გულისხმობს. 
კირკიტაძე შსს-მ გურჯაანში დააკავა. ამ დროს ის თანაგუნდელთან, ნიკა მელიასთან ერთად იყო.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment