Tuesday, December 18, 2018

ოქრიაშვილი ''კრასნოდარს'' დაემშვიდობა

საფეხბურთო კლუბმა ''კრასნოდარმა'' ქართველ ფეხბურთელ თორნიკე ოქრიაშვილთან კონტრაქტი გაწყვიტა. ინფორმაციას რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს. მხარეებმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.
მიმდინარე სეზონში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ''კრასნოდარის'' მაისურით მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 1 გოლია, რომელიც მან ევროპა ლიგაზე ''სევილიასთან'' გაიტანა და ბრწყინვალე დარტყმით ''კრასნოდარს'' 3 ქულა მოუტანა.
ოქრიაშვილი ''კრასნოდარის'' ღირსებას 2016 წლიდან იცავს. მას შემდეგ მოთამაშემ ტრავმების გამო რუსული კლუბის მაისურით მხოლოდ 20 მატჩი ჩაატარა. მან 3 გოლი შეაგდო და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
2016 წლიდან მოყოლებული ფეხბურთელმა რუსული გუნდის რიგებში მხოლოდ 618 წუთი ითამაშა.
''კრასნოდარის'' გარდა ოქრიაშვილს უთამაშია ''გაგრას,'' დონეცკის ''შახტარის'' სარეზერვო გუნდის, ''ილიჩევეცის,'' ოდესის ''ჩერნომორეცის,'' ''გენკისა'' და თურქული ''ესქიშეჰირის'' შემადგენლობაში.
crystalsport.ge

No comments:

Post a Comment