Tuesday, December 18, 2018

სალომე ზურაბიშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში პრემიერთან ერთად ჩავა

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში პირველი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში თებერვალში ჩავა. როგორც მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილის პირველი საერთაშორისო დონის ვიზიტი პრემიერმინისტრთან ერთად შედგება.
ვიზიტის ფარგლებში ისინი უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრებიან.
ლაშა ჟვანიამ დღესვე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაციის პროცედურები განმარტა.
სალომე ზურაბიშვილი დღეს ათონელის რეზიდენციაში უფლებამოსილებების განხორციელებას შეუდგა. მან ლაშა ჟვანია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა, დიმიტრი გაბუნია კი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დანიშნა. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment