Saturday, December 22, 2018

ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატი: შსს ხორავას ქუჩის საქმეში მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობს

ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობენ, მე როგორც ადვოკატი და იურისტი მივესალმები", - ასე გამოეხმაურა ერთ-ერთი არასრულწლოვანის ადვოკატი თამარ აბესაძე შსს-ში ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით მოზარდების გამოკითხვას.
ადვოკატმა გამოკითხვის დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არაფერი თქვა
"ასეთმა საუბრებმა შეიძლება ზიანი მოუტანოს გამოძიებას. პარლამენტის საგამოძიებო კომისიასაც, რომ არ ეთქვა რაიმე გამოძიება მაინც მუშაობდა და ეს რაზეც მუშაობენ, ორი სიტყვით გეტყვით რომ მნიშვნელოვანია ეს საკითხი. არ შემიძლია ვისაუბრო რამეზე, მაგრამ იქნებ დაადგეს საშველი ამ ყველაფერს", - თქვა ადვოკატმა.
დღეს დილიდან შსს-ში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით არასრულწლოვნების გამოკითხვა მიმდინარეობს. მათი ნაწილი მშობელთან ერთად, ნაწილი კი ადვოკატთან ერთად შევიდა უწყებაში. ეს არასრულწლოვნები შემთხვევის უშუალო შემსწრეები და ის მოსწავლეები არიან, ვინც მკვლელობის დღეს შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით მივიდნენ. ისინი აქამდეც არაერთხელ გამოიკითხნენ.
ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
მოგვიანებით პროკურატურამ სასამართლოს ორი ბრალდებული წარუდგინა, რომელთაგან ორივე გამართლდა დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში. ამან დიდი საპროტესტო ტალღა და გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადადგომა გამოიწვია. ამას გარდა საქმის ხელახალი გამოძიება შსს-ს დაევალა, პარლამენტში კი უმცირესობის უმრავლესობით და თავმჯდომარეობით საპარლამენტო კომისია შეიქმნა.
ამჟამად ორი ბრალდებულის მიმართ საქმე სააპელაციო ინსტანციაზე განიხილება, პარალელურად კი გამოძიებას აგრძელებს შსს
imedinews.ge

No comments:

Post a Comment