Monday, December 17, 2018

შუმახერი საწოლს მიჯაჭვული აღარ არის

ფორმულა 1-ის“ ლეგენდარული მრბოლელი მიხაელ შუმახერი თავს უკეთ გრძნობს. ის საწოლს მიჯაჭვული აღარაა, თუმცა სპეციალურ მოვლას მაინც საჭიროებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა sportbible ავრცელებს.
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში  
სამედიცინო მეთვალყურეობა სპეციალიზებულ საავადმყოფოში და ფსიქოლოგის მეთვალყურეობა შუმახერის ოჯახს კვირაში 50 ათასი ფუნტი სტერლინგი უჯდება.
შუმახერი „ფორმულა-1-ში“ 1991 წლიდან 2006-მდე და 2010-დან 2012 წლამდე გამოდიოდა. ამ დროის განმავლობაში, ის შვიდგზის ჩემპიონი გახდა, ჰემილტონმა კი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სამჯერ მოიპოვა.
ლეგენდარული მრბოლელი 2013 წელს ფრანგულ მერიბელში თხილამურებით სრიალისას დაშავდა. მან თავის ტვინის უმძიმესი დაზიანება მიიღო და რამდენიმე თვის განმავლობაში კომაში იყო.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment