Friday, December 21, 2018

მერაბ კოსტავას ქუჩის მონაკვეთი ამაღამ გადაიკეტება

თბილისის მერიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისის საკონცერტო დარბაზიდან იაკობ ნიკოლაძის ქუჩამდე მონაკვეთი, ამაღამ, 00:00 საათიდან 22 დეკემბრის 07:00 საათამდე, გადაიკეტება. 
"დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისის საკონცერტო დარბაზიდან იაკობ ნიკოლაძის ქუჩამდე მონაკვეთი, ამაღამ, 00:00 საათიდან 22 დეკემბრის 07:00 საათამდე, გადაიკეტება. ასევე, 21 დეკემბრის 18:00 საათიდან ნაწილობრივი შეზღუდვა დაწესდება თავისუფლების მოედანზე,"- წერია განცხადებაში.
სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment