Friday, December 21, 2018

ქართველ მეხანძრეებს ნატო გადაამზადებს


საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დასაქმებულ მეხანძრე-მაშველებს ნატო გადაამზადებს. ინფორმაციას უწყების Facebook გვერდზე ვკითხულობთ
ინფორმაცია მედიისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილსა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ, როსარია პუგლისის აუდიენციისას გახდა ცნობილი. 
ორმხრივი შეხვედრისას გაირკვა, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიზანი გაეროს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და საერთაშორისო სამძებრო-სამაშველო საკონსულტაციო ჯგუფის აკრედიტაციის მიღებაა. თემურ მღებრიშვილის უწყების თქმით, ეს ქართველ მეხანძრეებს საშუალებას მისცემს საერთაშორისო მისიებში მიიღონ მონაწილეობა
imedinews.ge

No comments:

Post a Comment