Wednesday, December 19, 2018

თელავში დაჭრის ფაქტზე შსს-მ 1 პირი დააკავა

თელავში, სამი ახალგაზრდის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა. ინფორმაციას საქართველოს შინგაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს
ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1980 წელს დაბადებული ი.ა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.ა.-მ მიმდინარე წლის 19 დეკემბერს თელავში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კომპანიის შენობაში, წარსულში არსებული პირადი კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით, „საიგას“ სისტემის რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანებები მიაყენა 1993 წელს დაბადებულ ნ. გ.-ს, 1998 წელს დაბადებულ გ. გ.-ს და 1998 წელს დაბადებულ ლ. ბ.-ს., რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, - ვკითხულობთ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხდებაში
თელავში სამი ახალგაზრდა გვიან ღამით დაჭრეს. დაზარალებულებს შორის თელავის ერთ-ერთი ტაძრის მღვდელმსახურის, მამა გენადის შვილი გიორგი გოგილაშვილია, დანარჩენი კი მისი მეგობრები არიან.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment