Monday, December 17, 2018

მთავრობა გახარიასთვის კიდევ ერთ თანამდებობას განიხილავს

“ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის“ შესახებ კანონში ცვლილებები შედის. მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ინიციატივები პარლამენტს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება. როგორც სააგენტო "ინტერპრესნიუსი" წერს, შს მინისტმა გიორგი გახარიამ, შესაძლოა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობაც შეითავსოს.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პრემიერმინისტრთან არსებული უსაფრთხოების საკითხების მაკოორდინირებელი სათათბირო ორგანო იქნება.
საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები იქნებიან: თავდაცვის მინისტრი, შს მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, კონტრდაზვერვის უფროსი.
კანონში დაგეგმილი ცვლილებები  მთავრობის ადმინისტრაციამ მოამზადა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment