Thursday, December 20, 2018

პრემიერი: პოლიცია პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული, მადლობა მათ

საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დაინახა თუ როგორი პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული ქართული პოლიცია. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის 1 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერმინისტრის თქმით, უწყებები, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოებაზე ზრუნავენ, თავიანთ მოვალეობას "უმაღლეს დონეზე ასრულებენ":
"ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროში. გვაქვს ძალიან დიდი თავდადება და პატრიოტიზმი საქართველოს და მისი მთავარი ინტერესების დასაცავად. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიციელებს იმ თავშეკავებისთვის, იმ ძალიან მაღალი პროფესიონალიზმისთვის, რასაც ყოველდღიურ საქმიანობაში გვაჩვენებენ",-  განაცხადა პრემიერმინისტრმა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment