Wednesday, January 17, 2018

მიხეილ ჯანელიძე: რეორგანიზაცია 1 აპრილამდე დასრულდება

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, უწყების რეორგანიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, რომელიც აპრილამდე დასრულდება. მინისტრის თქმით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია უმთავრესი პრიორიტეტია, და ამ მიზნით საგარეო საქმეთა სამინისტროს ფარგლებში შეიქმნება შესაბამისი სტრუქტურები. ინფორმაციას ipress-ი ავრცელებს.
„რეორგანიზაციის პარალელურად მიმდინარეობს კონკურსი, შერჩევის პროცესი ვფიქრობთ მალე ისე დასრულდება, რომ ორივე უწყება, ერთი სტრუქტურის ფარგლებში გააგრძელებს ეფექტიანად საქმიანობას. რა თქმა უნდა ეს გულისხმობს ასევე საკადრო ოპტიმიზაციასაც. რეორგანიზაციის შემდეგ იქნება ცნობილი, რა ადამიანური რესურსით შევძლებთ ჩვენ ამ ფუნქციის განხორციელებას“, - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ. 
პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ 13 ნოემბერს განაცხადა. ცვლილებების მიხედვით, რამდენიმე სამინისტრო სხვა უწყებებთან გაერთიანდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდა ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და გაერთიანებულ უწყებას მიხეილ ჯანელიძე ხელმძღვანელობს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment