Thursday, January 18, 2018

რიო-დე-ჟანეიროში, ავტოავარიის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა, დაიღუპა 8 თვის ბავშვი

რიო-დე-ჟანეიროში, კოპაკაბანას პლაჟზე ავტომობილი ხალხში შეიჭრა, დაიღუპა 8 თვის ბავშვი, დაშავდა 15 ადამიანი. ამის შესახებ rt. - ი წერს.

ინციდენტი ადგილობრივი დროით 20:30 საათზე მოხდა. ავტომობილის მძღოლი, 41 წლის ანტონიუ ალმეიდა დაკავებულია.  დაკავებული აცხადებს. რომ მას ეპილეფსია აქვს. მძღოლი ანალიზების ასაღებად კლინიკაში გადაიყვანეს, რომ დადგინდეს, იმყოფებოდა თუ არა ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. ინციდენტის შედეგად ყველა დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment