Tuesday, January 2, 2018

2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს 2018 წლის პირველი იანვრიდან იურიდიული ძალა კვლავ უნარჩუნდებათ


2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს 2018 წლის პირველი იანვრიდან იურიდიული ძალა კვლავ უნარჩუნდებათ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. 
 
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
 
მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, მოქალაქეებს მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში აღნიშნული მართვის მოწმობების შეცვლა 2018 წლის 1-ელ აპრილამდე შეეძლებათ. 

„საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ცვლილება „საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში“ დღეიდან ამოქმედდა.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ 2018 წლის 1-ელ აპრილამდე არ შეცვალა მართვის მოწმობა, დოკუმენტი ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად და მოქალაქე ავტომობილის მართვას შეძლებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობას შეცვლის. მართვის მოწმობის შეცვლის მსურველები არც 2018 წლის 1 აპრილის შემდეგ ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას.

დამატებით განვმარტავთ, რომ აღნიშნული ცვლილება არ ეხება თანამედროვე პლასტიკური ბარათების მართვის მოწმობებს“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ipn.ge

No comments:

Post a Comment