Thursday, January 4, 2018

ინდოეთში 250 უმამო ქალი ბიზნესმენმა გაათხოვა

ქალებს, რომლებსაც არ ჰყავთ მამა და მზითვის არქონის გამო, ხშირ შემთხვევაში, გათხოვებას ვერ ახერხებენ, საჭირო თანხით და ნივთებით ბიზნესმენი მაჰეშ სავანი ამარაგებს. ის ყოველწლიურად უზარმაზარ საქორწინო ცერემონიალებს მართავს, სადაც ასობით წყვილი ქორწინდება, ამის შესახებ dailymai -ი წერს

👉  კსუ მულტიმედია ცენტრი / CIU Multimedia Centre

ქალაქ სურათში გუშინ 250 წყვილი დაქორწინდა, საზეიმო ცერემონიის მასპინძელი, ტრადიციულად, სავანი იყო, რომელიც ბრილიანტების ბიზნესშია ჩართული. ახალდაქორწინებულებს შორის 5 მუსულმანი და ერთი ქრისტიანი წყვილიც არის. 
სავანი მიიჩნევს, რომ ქალების "გასტუმრება" მზითევით ღმერთისგან დალოცვაა. ის სურათში 2012 წლიდან ყოველ წელს ახერხებს მასშტაბური ქორწინებების ცერემონიის 
გამართვას. ჭრელ, ეთნიკურ სამოსში ჩაცმული ასობით ქალი საკუთარ რჩეულზე სწორედ გულუხვი ბიზნესმენის დახმარებით ქორწინდება.
გასულ წლებში სავანი პატარძლებს საჩუქრად ოქროსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს ატანდა, მათ შორის ავეჯს, საწოლებს. თითოეული ქალი მისგან დაახლოებით 7 400 დოლარის ღირებულების საჩუქრებს იღებს, ახალი ცხოვრების დასაწყებად. ბიზნესმენი ამბობს, რომ ის "სოციალურ პასუხისმგებლობას" გრძნობს იმ უმამო ქალების მიმართ, ვისაც არ შეუძლია საკუთარი ქორწილისთვის საჭირო თანხის მოძიება. მაჰეშ სავანი ამბობს, რომ მან "მამის პასუხისმგებლობა აიღო". 
ქორწილი ინდოეთში საკმაოდ ძვირადღირებულია. პატარძლის ოჯახები, ტრადიციულად, საკმაოდ დიდი რაოდენობით საჩუქრებსა და თანხას აძლევენ სასიძოებს. 
ქორწილის ღირებულებას იხდიან პატარძლის მამები, შესაბამისად, თუ მამა გარდაიცვლება, ან - ძალიან ღარიბია, შვილის გათხოვების შანსი ძალიან დაბალია.
imedinews.ge

 
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/


No comments:

Post a Comment