ჩრდილოეთ კორეას ჯერ არ უჩვენებია, რომ მოლაპარაკებებში შეიძლება სანდო პარტნიორი იყოს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების ფხენიანზე ზეწოლის განხორციელების კამპანია მიმართულია იმაზე, რომ ჩრდილოეთ კორეა რეალური მოლაპარაკებების ჩატარებას დათანხმდეს.
"პროდუქტიული მოლაპარაკებები გულისხმობს, რომ საჭიროა გყავდეს პარტნიორი, რომელსაც შეგიძლია ენდო. ჩრდილოეთ კორეას ჯერ არ უჩვენებია, რომ ის სანდო პარტნიორია. აშშ მზად არის დიალოგისთვის. ჩრდილოეთ კორეამ იცის თუ სად მოგვძებნოს", - განაცხადა რექს ტილერსონმა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეა, როგორც ბირთვული იარაღის მქონე ქვეყანა, დაუშვებელია.
„ჩვენ არასოდეს მივიღებთ მათ, როგორც ბირთვული იარაღის მქონე ქვეყანას. მოვიდა დიალოგის დრო. მაგრამ მათ ნაბიჯი უნდა გადადგან“, - დასძინა რექს ტილერსონმა.
1 იანვარს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ბირთვულ იარაღზე მუშაობა დაასრულა.
22 დეკემბერს, გაერთოს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი საერთაშორისო სანქციები დააწესა. აშშ-ის მიერ მომზადებული რეზოლუცია წევრებმა ერთხმად მიიღეს.
imedinews.ge


No comments:
Post a Comment