Thursday, January 18, 2018

ჩეჩნეთში დაკარგული ქალი დაპატიმრებული იყო

26 წლის ამინა ავტურხანოვა, რომელიც სამართალდამცავი ორგანოებისგან თავისი ქმრის გაუჩინარების საქმის გამოძიებას ითხოვდა, 2 კვირის წინ პოლიციამ დააკავა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
ინფორმაცია მედიას უფლებადამცველმა ტატიანა მოსკალკოვამ მიაწოდა, რომლის თქმითაც დაკავებული ქალი უკვე თავისუფალია.
ქალი კავშირზე 8 იანვრის შემდეგ არ გასულა. "ნოვაია გაზეტას" ცნობით, ამ დღეს ის დედის სახლიდან წაიყვანეს. 
გამოცემის ინფორმაციით, ავტურხანოვას ქმარი ზელიმხან ჯაბაევი შესაძლოა იმ 27 ადამიანს შორის აღმოჩნდა, რომელიც გასული წლის 26 იანვარს ძალოვნებმა გროზნოში მოკლეს.
წყვილს 2 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, რომლებიც ამ დროის განმავლობაში ნათესავებთან იმყოფებოდნენ.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment