Friday, January 19, 2018

გაიცანით მილიონერი ბიჭი დაუნის სინდომით, რომელსაც სახალისო წინდებს ყიდის

ჯონ კრონინს სახალისო წინდების ( John’s Crazy Socks )საკუთარი მაღაზია აქვს.

ონლაინ მაღაზია, რომელიც ნიუ-იორკში, ლონგ-აილენდზე მდებარეობს ბიჭმა მამასთან, მარკ კრონინთან ერთად გახსნა. ბიზნესის წყალობით, შემოსავალი პირველივე წელს 1.4 მლნ დოლარი იყო.

ჯონი დაუნის სინდრომით დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ მოისურვა, მამასთან ერთად ბიზნესი დაეწყო.

"გვინდოდა, რამე სახალისო მაღაზია გვქონოდა, თუმცა ვერ ჩამოვყალიბდით იდეაზე. შემდეგ გვინდოდა საჭმლის მაღაზია, თუმცა ერთი პრობლემა გვაქვს - კერძების მომზადება არ ვიცით. შემდეგ კი გაგვიჩნდა იდეა, გაგვეყიდა ჭრელა-ჭრულა წინდები," - ამბობენ ჯონი და მარკი.

წყვილმა 1500 წყვილი წინდა გაყიდა. ყველა მომხმარებელი, რომელიც წინდებს უკვეთავს, ჯონისგან ტკბილეულს და მადლობის ბარათსაც იღებს.

კომპანიაში 12 ადამიანი მუშაობს, მათგან რვა - შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა. შემოსავლის ნაწილს კრონინები ქველმოქმედებისთვის რიცხავენ.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment