Thursday, April 12, 2018

თამაზ ელიზბარაშვილი: პოლიტიკოსებსაც სცემენ, მაგრამ საზოგადოებამ მხოლოდ მე გადამიარა

„ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის“ ხელმძღვანელ თამაზ ელიზბარაშვილთან დაკავშირებით ძალადობის მუხლით გამოძიება დაიწყო. მომხდარის შესახებ მან გამოძიების შეკითხვებს უკვე უპასუხა. როგორც თავად ამბობს, თავდაპირველად ის პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს, თუმცა შეუძლოდ იყო და ვერ მივიდა, რის გამოც სამართალდამცველებმა მას სახლში მიაკითხეს. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
"მეც ასევე დავუსვი ერთი კითხვა, რაზეც გამომძიებლებს გაეცინათ კიდეც - ყაჩაღობის ფაქტზე გამოძახებაზე მთვრალი და იარაღის გარეშე რომ მიბრძანდეთ მეთქი, ეს საქციელი საზოგადოებას ან თქვენს უფროსს მოეწონება?! სწორედ ასეთი შემთხვევა მქონდა მე. ჩემი ბავშვობის მეგობარია, რომელთანაც შემემთხვა ინციდენტი. არაერთხელ ვცადე მემკურნალა მისთვის, ვინაიდან მიდრეკილება აქვს ალკოჰოლისკენ. მოვიდა იმ დღესაც მთვრალი და მისი ფუნქციების შესრულებაც კი მე მომიწია. საბოლოოდ წყობიდან კი იმან გამომიყვანა, როდესაც ჩემს კითხვაზე, თუ რატომ დალია იმ დროს, როდესაც მას უნდა ემუშავა, მიპასუხა, როცა მინდა მაშინ დავლევო. ამის შემდეგ ავდექი და წავუთაქე თავში. რა ვიცი, ხან რომელ პარლამენტარს უთაქებენ თავში, ხან ნიკა მელია ჰყავს გაგდებული ბორჯომის გამგებელს, თუმცა, საზოგადოებამ მხოლოდ მე გადამიარა“, - თქვა თამაზ ელიზბარაშვილმა. 
გამოძიებას საფუძვლად დაედო მიმდინარე წლის 11 აპრილს მედიით გავრცელებული ვიდეომასალა, რომელშიც თამაზ ელიზბარაშვილი თავის თანამშრომელს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment