Thursday, April 12, 2018

დევნილები განსახლების მოთხოვნით განაცხადის შევსებას იუსტიციის სახლებშიც შეძლებენ


დევნილი ოჯახები განსახლების მოთხოვნაზე განცხადებების შეტანას და დოკუმენტების შევსებას იუსტიციის სახლებშიც შეძლებენ. ამის შესახებ ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ამ საკითხთან დაკავშირებით დევნილთა შესახებ კანონში ტექნიკური შესწორება შევიდა. ცვლილება დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.
"ეს შესწორება დევნილ ოჯახებს საშუალებას მისცემს განსახლების მოთხოვნით განაცხადები, მთელი საქართველოს მასშტაბით, არსებულ იუსტიციის სახლებში შეიტანონ. ამ ეტაპზე, განაცხადები მხოლოდ სამინისტროსა და მის რეგიონულ სამმართველოებში თბილისში, ზუგდიდსა და ქუთაისში მიიღება და დევნილები იძულებულები არიან მაინცდამაინც ამ სამ ლოკაციაზე მივიდნენ. პარლამენტის მიერ ცვლილების დამტკიცების შემდეგ, დევნილებს შეეძლებათ განაცხადები საქართველოს ყველა რაიონსა და ძალიან ბევრ სოფელში შეავსონ. მზადდება ტრენინგი იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებისთვის, რათ მათ დევნილების შეკითხვებს კვალიფიციური პასუხები გასცენ. განსახლების მოთხოვნით წელიწადში მინიმუმ 4000 განაცხადი იწერება და ცვლილების შედეგად, დევნილებისთვის ეს პროცესი გაადვილდება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment