ტყიბულში, მინდელის შახტში დაღუპული 59 წლის გოგი რაფავა დაკრძალეს. ტყიბულში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრეს შახტის ადმინისტრაციის და ტყიბულის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
შახტში დაღუპული 5 მეშახტე 10 აპრილს დაკრძალეს.
მინდელის შახტში ტრაგედია 5 აპრილს, გამთენიისას მოხდა. შედეგად დაიღუპა 6 მუშა. 3 დაშავდა. მომხდარის გამო, 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ბოლო 11 თვეში ტყიბულის შახტში 11 მეშახტე დაიღუპა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment