Sunday, July 8, 2018

ბაღის აღმზრდელებს სავალდებულო ტრენინგების გავლა მოუწევთ

გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლის ბრძა­ნე­ბით ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­მზრდელ-პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ტრე­ნინგ-მო­დუ­ლი დამ­ტკიც­და. რო­გორც ბრძა­ნე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ით­ვა­ლის­წი­ნებს აღ­მზრდელ-პე­და­გოგ­თა გა­დამ­ზა­დე­ბა­სა და პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას.
ტრე­ნინგ-მო­დუ­ლი შედ­გე­ბა 33 სე­სი­ის­გან, თი­თო­ე­უ­ლი სე­სი­ის ხან­გრძლი­ვო­ბა არის 2 სა­ა­თი. ამას­თან, რო­გორც ბრძა­ნე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ტრე­ნინგ-მო­დუ­ლის შე­ფა­სე­ბა 100-ქუ­ლი­ა­ნი სის­ტე­მით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მის წარ­მა­ტე­ბით გა­სავ­ლე­ლად მო­ნა­წი­ლემ 100 ქუ­ლი­დან 60 ქულა უნდა და­აგ­რო­ვოს, გარ­და ამი­სა, უნდა და­ეს­წროს ტრე­ნინგ-მო­დუ­ლის 80%-ს. ამის შემ­დეგ კი პირს ტრე­ნინგ-მო­დუ­ლის წარ­მა­ტე­ბით გავ­ლის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტი გა­და­ე­ცე­მა.
მიმ­დი­ნა­რე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, აღ­ნიშ­ნუ­ლი ტრე­ნინგ-მო­დუ­ლის გავ­ლა, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, 600-მდე აღ­მზრდელს მო­უ­წევს.
ambebi.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment